ახალი ამბები

“ინტერ რაო იესმა” საქართველოში სუბსიდირებისთვის 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო

20 დეკემბერი, 2010 • 1068
“ინტერ რაო იესმა” საქართველოში სუბსიდირებისთვის 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო

თბილისის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ეიეს თელასმა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან  25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხი მიიღო. ეს თანხა თბილისის ელექტროქსელის აღდგენას უნდა მოხმარდეს. შესაბამისი ხელშეკრულება  თელასის დირექტორ იური პიმინოვსა და სიმძლავრისა და ენერგეტიკის საკითხებში EBRD–ის დირექტორ ნანდიტა პარშადს  შორის გაფორმდა.

სესხი განკუთვნილია იმისათვის, რომ თელასმა  დააფინანსოს საშუალო და მაღალი სიმძლავრის ქვესადგურებისა და ქსელის გაფართოება–რეაბილიტაცია.

ახალი პროექტების განხორციელება გაზრდის კომპანიის პასუხისმგებლობას აბონენტების მიმართ ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ასევე, გააუმჯობესებს ელექსტროსისტემის ხარისხს.

„ეს სესხი დაეხმარება თელასს  მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საოპერციო და ფინანსური წარმოება და ეხმიანება მის საინვესტიციო ვალდებულებებს, უზრუნველყოს მოსახლეობა უკეთესი სერვისით“ – აღნიშნა პიმონოვმა.

„ეს პროექტი შემდგომში გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს რაო იესთან. თელასის პროექტი ემსახურება ენერგოეფექტურობის გაზრდას. ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც სადისტრიბუციო კომპანიისთვის, ისე – მომხმარებლებისთვის“ – განაცხადა ნანდიტა პარშადმა.

ეიეს თელასის საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შესახებ სამანდატო ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა 2010 წლის აპრილში ინტერ რაო იესის, თელასისა და EBRD–ის მიერ.

ეიეს თელასი, რომელიც არის ინტერ რაო იეს ჯგუფის შემადგენელი კომპანია, ელექტროენერგიის დისტრიბუციას აწარმოებს თბილისსა და მის გარეუბნებში. თელასს ჰყავს 454 ათასზე მეტი აბონენტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი