ახალი ამბები

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ენმ-ს თავმჯდომარე აღარ ჰყავს

5 დეკემბერი, 2015 • 2647
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ენმ-ს თავმჯდომარე აღარ ჰყავს

დღეს, 5 დეკემბერს, ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია გუნდურ მმართველობაზე გადადის და მას არ ეყოლოება ერთი კონკრეტული თავმჯდომარე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გუნდურ მმართველობაზე გადასვლას მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით ხსნიან.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ის ვეღარ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში, შესაბამისად, ვერ დარჩება პარტიის თავმჯდომარედ.

”ის, რომ პლიტიკური დევნის შედეგად მოხდა საქართველოს პრეზიდენტის პრაქტიკულად მთლიანი იზოლირება ქართული პლიტიკური და სამართლებრივი სივრციდან, ქყვეყნისთვის არის ცალსახად ცუდი და ხელისფლებისთვის სამარცხვინო, მაგრამ რაც შეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, ბუნებრივია, ჩვენ, როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსები, ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გუშინდელი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ გახლავთ ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე. 3 წელია პარტია გადასულია გუნდურ მართველობაზე არსებობს პლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავჯდომარე და გენერალური მდივანი, და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში. ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავჯდომარის არჩევის. პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტსაბჭო და გუნდურად, ერთიანად, ერთად ჩვენ აუცილებად შევასრულებთ მთავარ ამოცანას და 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გავუშვებთ ამ ხელისფლებას. დავაბრუნებთ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, დავაბრუნებთ ქვეყანაში განვითარებას და შევწყვეტთ იმ პოლიტიკურ დევნას, რომლის შედეგიც არის გუშინდელი გადაწყვეტილება,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პარტიის უპირობო ლიდერად რჩება:

“მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის უპირობო ლიდერია, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა სახის ძალადობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილს შორის კავშირის გაწყვეტას. ბიძინა ივანიშვილს, წულუკიანს და მათ მსგავსებს ქართული ოცნებიდან ჩვენ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავამარცხებთ 2016 წლის არჩევნებში.”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 4 დეკემბერს შეუწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა, რომ მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა მიღებული, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი