ახალი ამბები

“ჯენერალ მოტორსი” უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ

18 დეკემბერი, 2010 • 1294
“ჯენერალ მოტორსი” უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ

ასოშიეიტიდ პრესის ინფორმაციით, ჯენერალ მოტორსი უკან იწვევს დაახლოებით 100 ათას კოროსოვერს, უსაფრთხოების ღვედების გაუმართაობის გამო, მათ შორისაა –Cadillac SRX–ის, Chevrolet Equinox –ისა და GMC Terrain–ის  2011 წლის მოდელები.

ავტომწარმოებელი ამბობს, რომ მძღოლისა და  მის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ღვედის ბალთის შესაკრავები ავტოავარიის დროს შესაძლოა  ნაწილებად დაიშალოს.

თუმცა ჯენერალ მოტორსის პრესსპიკერი ალან ადლერი ამბობს, რომ, ჯერჯერობით, არ არსებობს რაიმე ინფორმაცია ან შეტყობინება მსგავსი ავარიების თაობაზე.

ჯენერალ მოტორსი იტყობინება, რომ აღნიშნული პრობლების თაობაზე ცნობილი გახდა სექტემბერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების დროს. დილერები უსაფრთხოების ღვედების ბალთის შესაკრავებს უფასოდ შეცვლიან.

ჯენერალ მოტორსი ავტომანქანების უკან გაწვევის დაწყებას იანვრის შუა რიცხვებიდან გეგმავს.    

მასალების გადაბეჭდვის წესი