ახალი ამბები

„ახლები“ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ წინააღმდეგ

17 დეკემბერი, 2010 • 1239
„ახლები“ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ წინააღმდეგ

ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ აბაშის  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც შარშან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა 1 084 477 ლარით, რეალურად არ შესრულებულა.

ახლების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხა  არამიზნობრივად დაიხარჯა.

,,პროექტის არაკვალიფიკაციურად განხორციელების გამო, ქალაქ აბაშის მოსახლეობას წყალი დღეს ისევ ძველი წყალსადენიდან არარეგულარულად, შეფერხებით და რაც ყველაზე საგანგაშოა, ჯანმრთელობისთვის საშიში აზბესტის მილებით მიეწოდება”- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ახალი მემარჯვენეები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აბაშის წყალსადენის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი 1 084 477 ლარის ხარჯვის ეკონომიკური და შედეგიანობის საკითხი, ასევე, მიიღონ ზომები ქალაქ აბაშის მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის.

მათი თქმით, ანალოგიური ფაქტები სხვა რეგიონებშიც ხდება, ისინი აპირებენ მსგავსი ფაქტების შესწავლას და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი