ახალი ამბები

სატყეო დეპარტამენტის უფროსი დაკავებულია

17 დეკემბერი, 2010 • • 1543
სატყეო დეპარტამენტის უფროსი დაკავებულია

პაპუნა ხაჩიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე დაკავებულია.

შოთა ხიზანიშვილმა ნეტგაზეთთან  საუბარში განაცხადა, რომ ხაჩიძე გუშინ დააკავეს. თუმცა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფთხოების დეპარტამენტმა ხაჩიძე ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი – გეოინფორმაციული სააგენტოს უფროსი გიორგი ბაღათურია.

”პაპუნა ხაჩიძემ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი  თანხა აბსოლუტურად უკანონოდ გადასცა მისი თანამშრომლის გიორგი ბაღათურიას ფირმებს, კერძოდ, მან ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი ხელშეკრულებები გაუფორმა ამ ფირმებს”,-განაცხადა ზაზა ქაჩიბაიამ, პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა რუსთავი 2–თან ინტერვიუში.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ხაჩიძეს ბრალი ედება ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებაში იმ კომპანიებთან, რომლებსაც მისი თანამშრომელი, ბაღათურია ფლობდა.

ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი, ბაღათურიას დეიდა, სამართალდამცავების ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ქმედებებით, რომლებიც ხაჩიძესა და მის თანამშრომელს ბრალდება, ბიუჯეტს ორ მილიონზე მეტი ზიანი მიადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი