ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

4 დეკემბერი, 2015 • 2351
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითთ, დღეს, 4 დეკემებერს, პრეზიდენტის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს  ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა  მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა, რომ მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა მიღებული, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.

იუსტიციის მინისტრმა 23 ოქტომბერს განაცხადა, საქართველომ მიიღო ოფიციალური დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი