ახალი ამბები

დავით ბაქრაძე და ჰანს კრისტიან ანდერსენი

15 დეკემბერი, 2010 • • 1084
დავით ბაქრაძე და ჰანს კრისტიან ანდერსენი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თბილისის №51-ე საჯარო სკოლას ეწვია და მეორე კლასის აღსაზრდელებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ  მათთან ერთად ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები წაიკითხა, რის შემდეგაც  გაიმართა დისკუსია წაკითხული მასალის ირგვლივ. პარლამენტის თავმჯდომარემ პატარებს საჩუქრად ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების წიგნები გადასცა.

“დღევანდელ ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ კომპიუტერი,  ინფორმაციას იღებდნენ ინტერნეტით, ტელევიზიით და  სხვა მედია საშუალებებით, მაგრამ  არ შეიძლება  დაიკარგოს წიგნიერების, წიგნის წაკითხვის კულტურა.  სწორედ  ამიტომ,  დიდი სიამოვნებით დავთანხმდი განათლების სამინსტროს ამ  ინიციატივას და  შევეცდებით სიმბოლური აქციით კიდევ ერთხელ დავანახოთ ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ეპოქაში ნაბეჭდი პროდუქცია”, – დავით ბაქრაძის ციტატას საქართველოს პალამენტის საიტი აქვეყნებს.

პროექტი “წიგნის მეგობარი” ინიცირებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. მისი მიზანია ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და  წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების  და კითხვის პოპულარიაზციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი