ახალი ამბები

კანონიერი თუ უკანონო მშენებლობა მწვანე ზოლში

14 დეკემბერი, 2010 • 1347
კანონიერი თუ უკანონო მშენებლობა მწვანე ზოლში

ხმაური იყო დღეს თბილისში, კოსტავას #71 –ში, სადაც თბილისის საკრებულოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელმა მოქალაქეებთან ერთად გააპროტესტა ამ ქუჩაზე სანაყინეს მშენებლობა და მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგი გამართა.

მათ მოგვიანებით დავით საგანელიძე და მამუკა კაციტაძეც შეუერთდნენ.

სამშენებლო კომპანია ,,საბურთალო 2010’’  წარმომადგენელმა გიორგი ფოცხვერაშვილმა განცხადა, რომ  მათ მშენებლობის უფლება და შესაბამისი დოკუმენტი აქვთ.

თინა ხიდაშლი აცხადებს, რომ ისინი შეძლებენ დამტკიცებას,  ამ ტერიტორიაზე მშენებლობა რომ უკანონოა და სასამართლოშიც შეძლებენ ამის დამტკიცებას. თუმცა, მისი აზრით, სარჩელის შეტანა აზრს დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუკი მანამდე სამშენებლო კომპანია ამ ტერიტორიაზე ხეებს ამოთხრის.

ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ სკვერში ხეების მოჭრა და მშენებლობა მძიმე იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოლოგიური თვალსაზრისით.

მამუკა კაციტაძემ თქვა, რომ ბრიფინგზე  მისული იყო როგორც ადგილობრივი მცხოვრები და არა პოლიტიკოსი და გიორგი ფოცხვერაშვილს თხოვდა, გაეყვანათ ბულდოზერი სკვერიდან და არ დაეწყოთ ხეების ამოთხრა.

თავად მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ აქვთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლება, რადაგან 2009–2010 წლებში სკვერში პატარა ეკლესიის აშენების მცდელობა ჰქონდათ და განცხადება  ქალაქის მერიაში შეიტანეს მშენებლობის ნებართვისთვის.  მაშინ მერიამ მშენებლობის უფლება არ მისცა იმ მოტივით, რომ  კანონის მიხედვით, მწვანე ზოლში მშენებლობა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი