ახალი ამბები

სს კოდექსის ლიბერალიზაცია -ბაღათურიას ინიციატივა

14 დეკემბერი, 2010 •
სს კოდექსის ლიბერალიზაცია -ბაღათურიას ინიციატივა

“ქართული დასის” საკანონმდებლო ინიციტივების განხილვას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, პარლამენტი დღეიდან იწყებს.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების დროის შემცირებას ითვალისწინებს.

ამის თაობაზე “ქართული დასის” ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკა ზედმეტად მკაცრია, რაც პატიმართა რიცხოვნობის არაბუნებრივ ზრდას იწვევს. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, “ქართულმა დასმა” შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების დროის შემცირებას გულისხმობს და ციხეების განტვირთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გზად გვესახება”, –ჯონდი ბაღათურიას ციტატას პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი აქვეყნებს.

ბაღათურია ფიქრობს, რომ პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის უკვე შექმნილია კარგი ბაზა, მაგრამ საჭიროა მოხდეს ვადების შემცირება.

ბაღათურიას განცხადებით, ბევრ პატიმარს ოჯახებში  უფრო ადრე დაბრუნების შანსი მიეცემა, რაც, ამავდროულად, მნიშვნელოვნად მოხსნის ციხეების გადატვირთულობის პრობლემას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი