ახალი ამბები

მოიხსნება თუ არა აზარტულ დაწესებულებებში შესვლის ბარიერი

14 დეკემბერი, 2010 •
მოიხსნება თუ არა აზარტულ დაწესებულებებში შესვლის ბარიერი

პეტრე ზამბახიძის განმარტებით, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილებში შესვლისათვის არსებული  ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ზამბახიძეს მიაჩნია, რომ ეს ტურისტთა მოზიდვას და, შესაბამისად, საქართველოში ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს,- წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

მოქმედი კანონით, ამგვარ ადგილებში შემსვლელი პირის ასაკის შემოწმება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით ხდება.

ლაშა თორდიას განცხადებით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, თუ შესვლის მსურველი პირის ასაკი  გონივრული ეჭვის ქვეშ დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი