ახალი ამბები

შსს: 17.5 გრ ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

29 ნოემბერი, 2015 • 2082
შსს: 17.5 გრ ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს ცნობით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-შეძენის ფაქტზე თბილისში, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ვლადიმერ ტ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 17,5 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას ვლადიმერ ტ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი