ესპანური კომპანია, რომელიც საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის პროექტის ავტორია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის პროექტს აქვეყნებს.
სი ემ დი ინჟინეროს ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რომ ამ დროისთვის კომპანია სამინისტროს პროექტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობს. აი, როგორ გამოიყურება საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის პროექტი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნეტგაზეთი ჯერ კიდევ გუშინ დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე პასუხი კითხვაზე, იცვლება თუ არა შენობა და როდის შეიცვლება – არ მიგვიღია.