ახალი ამბები

რუსეთის სინანული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეზოლუციაზე

14 დეკემბერი, 2010 • • 1097
რუსეთის სინანული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეზოლუციაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, იტარ ტასის ცნობით, სინანული გამოთქვა ამერიკის რეზოლუციის პროექტზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

„ჩვენ არ უარვყოფთ ამერიკის უფლებას, საკუთარი შეფასება მისცეს  რეგიონში შექმნილ ვითარებას. მაგრამ ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ სინანულით განვაცხადოთ, რომ რეზოლუციის პროექტი ახალ რეალობას არ ითვალისწინებს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული აგრესიის შემდეგ, 2008 წელს შეიქმნა. ამ ქმედებების შედეგად, და მხოლოდ რამდენიმე არ დამეთანხმება, რომ ეს აგრესია თბილისმა დაიწყო  – აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეიქმნა. რბილად რომ ვთქვათ, არასწორი და არალოგიკური იქნება მათი განხილვა, როგორც „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“,–განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი