ახალი ამბები

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოშია

13 დეკემბერი, 2010 • • 1317
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოშია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. კშიშტოფ სტანოვსკი სამი დღის მანძილზე სხვადასხვა შეხვედრებსა და კონფერენციებში მიიღებს მონაწილეობას.

დღეს პოლონელი სტუმარი საქართველოში მის კოლეგას, თორნიკე გორგაძეს შეხვდა.  შეხვედრის თემა პოლონეთ–საქართველოს ურთიერთობები იყო.

პენიტენციალური სისტემის გაუმჯობესება, ბავშვებზე ზრუნვის რეფორმა, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სპეციალური დახმარება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა,რომლებშიც პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ყოფნისას მიიღებს მონაწილეობას.

დღეს სტანოვსკი კამილიანების საავადმყოფოში ფსიქიკური  პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რეაბილიტაციის კაბინეტს ესტუმრება. 2010 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა დააფინანსა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გეგმებში შედის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენციის გახსნა.

ვიზიტის ბოლო დღეს სტანოვსკი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემა პოლონეთ–საქართველოს ურთიერთობები იქნება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი