ახალი ამბები

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ბანგლადეშისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

26 ნოემბერი, 2015 • 2096
საქართველო-თურქეთის საზღვარზე ბანგლადეშისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის რესპუბლიკის 9 და თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეორე სამმართველოს (ახალციხე) N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე ბანგლადეშისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს სახელმწიფოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). უწყების ინფორმაციით, გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.