ახალი ამბები

კოდი მთიანი ყარაბაღისთვის –სომხეთი თუ აზერბაიჯანი?

8 დეკემბერი, 2010 • • 4024
კოდი მთიანი ყარაბაღისთვის –სომხეთი თუ აზერბაიჯანი?

კომპანია სილქნეთის ტარიფების ჩამონათვალში მთიანი ყარაბაღის მოხვედრა და მისთვის მინიჭებული სომხური კოდი გარდაბნის მაცხოვრებლებისთვის შეშფოთების მიზეზი გახდა.

კომპანია სილქნეთმა გარდაბნის რაიონულ ოფისში მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში დასარეკად ტარიფებისა და კოდების სია გამოაკრა.

მთიანი ყარაბაღისთვის მინიჭებული კოდი სილქნეთის მომხმარებლებისთვის სომხეთის სატელეფონო კოდია +374-4

მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთის კოდის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაშიც გაჩნდა.

„საქართველოში მთიანი ყარაბაღი სომხეთის ნაწილად არის დასახელებული“,–ამ სახელწოდებით სტატიას  გამოცემა ნიუს აზი აქვეყნებს.

სილქნეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ქეთევან ახობაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ სატელეფონო ზარებს საზღვარგარეთ  კომპანია სილქნეთი  სხვადასხვა ოპერატორების საშუალებით ახორციელებს. მათ შორის, Deutsche Telecom,Tata Communications (UK) Limited, OTE International Solutions S.A., LANK Telecom. სწორედ ამ კომპანიებს  მთიანი ყარაბაღისთვის ის სატელეფონო კოდი აქვთ მინიჭებული, რომლის საშუალებით სილქნეთი საქართველოს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

გამოცემას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია თავის გვერდზე გამოაქვეყნა, სილქნეთმა წერილი მისწერა.

„იმედი გვაქვს, რომ  შესაბამისი ორგანოები აზერბაიჯანში  საერთაშორისო ოპერატორებს მთიან ყარაბაღთან დასაკავშირებლად შესაბამის კოდზე მითითებას მისცემენ და ეს საკითხი გამოსწორდება საერთაშორისო ოპერატორების მხრიდან“.

ამ დროისთვის, როგორც სილქნეთის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, მისი კომპანიის მომხმარებლები სომხეთ–აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიაზე მაცხოვრებლებთან დასაკავაშირებლად სომხურ კოდს გამოიყენებენ. თუმცა გარდაბნის ოფისში, ტარიფების ჩამონათვალში, მთიანი ყარაბაღი უკვე აღარ არის გამოყოფილად მითითებული.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლება მთიან ყარაბაღთან დაკავშირება სხვა კომპანიების აბონენტებისგან.

კომპანია ბილაინის ოპერატორმა, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, თუ როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ მთიან ყარაბაღს, რამდენიმე კოდი მოგვცა. მათ შორის, ქალაქსა და მობილურ ქსელზე დასაკავშირებლად. ეს კოდია +374–

კომპანია მაგთიში გვითხრეს, რომ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის კოდით უნდა დავუკავშირდეთ, ნომრით +374.

8-18 მაგთის მსგავსად აკავშირებს აბონენტებს მთიან ყარაბაღთან.


Image 2699
Image 2699

 

 

შენიშვნა:

კომპანია მაგთიში გვითხრეს, რომ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის კოდით უნდა დავუკავშირდეთ, ნომრით +994.

8-18 მაგთის მსგავსად აკავშირებს აბონენტებს მთიან ყარაბაღთან – მასალის პირველ ვარიანტში გამოქვეყნებული იყო ეს ინფორმაცია. მაგთისა და 8-18-ის ოპერატორების მიერ მოწოდებული არაზუსტი ინფორმაცია ჩასწორდა. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ოპერატორებმა კოდი მოძებნეს ქვეყნის მიხედვით.

მაგთიკომის მარკეტინგის მენეჯერის,ირაკლი ლობჟანიძის განმარტებით, კომპანია მაგთის აბონენტები მთიან ყარაბაღს უკავშირდებიან საერთაშორისო ოპერატორების მიერ მინიჭებული კოდით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი