სახალხო კრების სამომავლო გეგმების განსახილველად წარმომდაგენლობითი სახალხო კრების სათათბირო ორგანოს დარბაზის პირველი შეკრება სასტუმრო ძველ თბილისში გაიმართა.
სახალხო კრებას კრების აღმასრულებელი საბჭოს და სათათბირო დარბაზის წევრები ესწრებოდნენ.
კრებას ხელმძღვანელობდა ,,სახალხო კრების’’ თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, დღეს სათათბირო დარბაზის სპიკერად გოგი ქავთარაძე აირჩიეს. სახალხო ქომაგის ხელმძღვანელად –ეკა ბესელია, ხოლო სახალხო პატრულის –გია ბურჯანაძე.
ბურჯანაძის თქმით, ჩამოყალიბდება რეგიონული კომიტეტები, რომლებიც დაახლოებით 21 დეკემბერისთვის კომიტეტის თავმჯოდმარეებს აირჩევენ.
დაახლოებით ამ დროისთვის იგეგმება „დიდი სახალხო კრება“.
სახალხო კრების თავმჯომარემ ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანია ხელისუფლების შეცვლა და ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სახალხო კრების ქმედითუნარიანობა. ასევე თქვა, რომ შეიქმნება ორგანო, რომელიც გაუწევს დახმარებას იმ ადამიანებს, რომლის მიმართაც სახელმწიფო პოლიტიკურ დევნას განახორციელებს.
კრების წევრებმა აღნიშნეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა წამოაყენოს კანდიდაურა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე.
,,დღევანდელი ხელისუფლების არსებობა დაფუძნებულია უკონტროლო შავ ფულზე, არაობიექტურ მედიაზე და საზოგადოებაში დანერგილ შიშზე. სწორედ ეს უნდა აღმოვფხვრათ“,– განაცხადა ბურჯანაძემ. ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებენ უმიზნო აქციების ჩატარებას და ხალხის რესურსის ამოწურვას.