ახალი ამბები

ინგლისური, დონის მიხედვით –პირველივე კლასიდან

8 დეკემბერი, 2010 •
ინგლისური, დონის მიხედვით –პირველივე კლასიდან

ინგლისურს ყველა  პირველკლასელი 2011 წლის სექტმებრიდან ისწავლის. მოსწავლეები ინგლისურ ენას ოქსფორდის უნივერსიტეტის პრინციპეპზე დაყრდნობით შეისწავლიან. ეს გულისხმობს, რომ ინგლისურის სწავლება მიბმული იქნება არა კლასზე, არამედ ცოდნის დონეზე.

ინგლისურის შესწავლის ახალ მეთოდებზე განცხადება დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გააკეთა.

მინისტრის თქმით,  მოსწავლეებში ინგსულისურის ცოდნის დონესთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები.

,,ჩვენ გვაქვს პრობლემები სკოლაში, იმ თვასაზრისით, რომ ერთმა ბავშვმა უკეთესად იცის ინგლისური, ვიდრე მეორემ. მაგალითად, არიან ბავშვები, რომლებიც ინგლისურის შესწავლას 5 წლიდან იწყებენ. მეექვსე კლასში ასეთ ბავშვს ამ კლასის მასალა უკვე აღარ აინტრესებს და იგი საერთოდ გათიშულია ამ გაკვეთილების მსვლელობის დროს, სხვა ბავშვს პირიქით, არ აქვს შესაძლებლობა მთლიანად აითვისოს ეს პროგრამა’’, – ამბობს შაშკინი.

ამიტომ, მინისტრის განმარტავს, რომ დონეების მიხედვით ინგლისურის შესწავლა მოხსნის პრობლემას, რომელიც მოსწავლეებში ენის სხვადსხვა დონის ცოდნით არის გამოწვეული.

მოსწავლის ცოდნის დონეს მასწავლებელი განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი