ახალი ამბები

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ასანჟის საქმის შესახებ

8 დეკემბერი, 2010 • 1109
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ასანჟის საქმის შესახებ

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს მოუწოდებს,  ჟულიან ასანჟის საქმე მხოლოდ გაუპატიურების ბრალდებით განიხილონ.

„ასანჟს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს გაჟონილი დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნების გამო“-წერია ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ჟან-ფრანკო ჟულიარდის ოფიციალურ მიმართვაში.   მიმართვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრსა და იუსტიციის სახელმწიფო მდივანს 7 დეკემბერს გაუგზავნა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გთხოვთ, რომ უზრუნველყოთ პატივისცემა ასანჟის უფლებების მიმართ, მიუხედავად ამ საკითხის გარშემო არსებული დაძაბულობისა“-წერია ორგანიზაციის მიმართვაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჟან-ფრანკო ჟულიარდის მიაჩნია, რომ ასანჟის კეთილი ნების ჟესტი(პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადება), მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

“რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” კიდევ ერთხელ გმობს ვიკილიქსის დაბლოკვას, ასევე მასზე განხორციელებულ კიბერ შეტევებსა და პოლიტიკურ ზეწოლას.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ წავაწყდით საერთაშორისო დონის ზეწოლას საიტის მიმართ, რომლის მიზანიც საერთაშორისო გამჭვირვალობის პრინციპია“-წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე,“ –  „ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის უგულვებელყოფენ. ისინი ცდილობენ ჟულიენ ასანჟი  პატიმრობაში დატოვონ, რათა თავიდან აიცილონ  ვიკილიქსის შემდგომი აქტიურობა და საიდუმლო მასალების გამოქვეყნება.  ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვიკილიქსმა ითამაშა სასარგებლო როლი ადამიანების უფლებების დაცვის საქმეში. მან გამოაქვეყნა სერიოზული მასალები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რომლებიც ჩადენილი იყო „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ სახელით.“

 მიმართვის ბოლოს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბრიტანულ სასამართლო სისტემას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ასანჟის საქმე მიუკერძოებლად განიხილო და არ დაემორჩილოს არანაირ „გარეშე სამთავრობო ზეწოლას“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი