ახალი ამბები

ჭადრების შემცვლელი აღმაშენებლის გამზირზე

7 დეკემბერი, 2010 • • 1049
ჭადრების შემცვლელი აღმაშენებლის გამზირზე

პრესკონფერენცია აღმაშენებლის გამზირზე ხეების მასიურ მოჭრასთან დაკავშირებით ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ წარმომადგენლემა ნიკოლოზ მჟავანაძემ გამართა.

ნიკოლოს მჟავანაძემ პრეკონფერენიცაზე განაცხადა, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ამის ნათელი დადასტურება ამ დღეებში აღმაშენებლის გამზირზე ასეულობით მრავალწლოვანი ჭადრის ხის მოჭრაა.

ჭადრის ხეების მოჭრის მიზეზად ხეების ფესვების მიერ კომუნიკაციებისთვის ხელის შეშლა სახელდება.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ  ასეულობით მრავალწლოვანი ხეების მოჭრის სანაცვლოდ ,მერია დეკორატიული მცენარებიის დარგვას გეგმავს.

,,მერიის მხრიდან ვანდალიზმია, გარემოს დაცვის სამინისტრო კი არაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ’’.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ წარმომაფდგენელის მიერ გამოთქმული ვერსია, რომ მერია მრავაწლოვანი ხეების ნაცვალდ დეკორატიული მცენარეების დარგავს გეგმავს. თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარემ გიორგი საბანაძემ უარყო.

გიორგი საბანაძე ამბობს, რომ აღმაშენებლის გამზირზე ძვირფასი ჯიშის კატაპლები და ნეკერჩხლები დაირგვება.

„ამ ჯიშის ხეებს არ აქვთ ისეთი ფესვთა სისტემამ როგორიც ჭადარს და არ დააზიანებს კომუნიკაციებსა და შენობების ფუნდამენტებს“,–აცხადებს საბანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი