ახალი ამბები

ვიკილიკსის დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა

7 დეკემბერი, 2010 • • 971
ვიკილიკსის დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა

ჯულიან ასანჟი, ვიკილიკსის დამფუძნებელი, ბიბისის ცნობით, ლონდონის პოლიციამ დააკავა.

39 წლის ავსტრალიელი  შვედეთის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავეს. მას სქესობრივი დანაშაულის ბრალდება აქვს წაყენებული. 

ვიკილიკსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ასანჟის დაკავება თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა. აღნიშნული ფაქტი  საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების შეწყვეტის მიზეზი არ იქნება. 

ასანჟის თანამოაზრეებმა  ავსტრალიის პრემიერ მინისტრს წერილი გაუგზავნეს. გამომდინარე იქიდან, რომ ასანჟი ავსტრალიიის მოქალაქეა, პრემიერ მინისტს მისი დაცვა სთხოვეს.

ასანჟი დღეს დილით ლონდონის პოლიციაში გამოცხადდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ის ბრიტანელმა სამართალდამცავებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი