ახალი ამბები

ნატოს შესაძლო გაფართოების გეგმები ვიკილიკსის მასალებში

7 დეკემბერი, 2010 • • 1199
ნატოს შესაძლო გაფართოების გეგმები ვიკილიკსის მასალებში

ვიკილიკსის მიერ გამოქვეყნებულმა აშშ–ს დიპლომატიური კორპუსის წერილებმა აჩვენეს, რომ ნატო გაფართოების გეგმებზე მუშაობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ.

ვიკილიკსის ეს დოკუმენტები გარდიანმა გაავრცელა. ნატოს გეგმებში შედიოდა ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის ერთ ჯგუფად ჩამოყალიბება და ახალი რეგიონული თავდაცვის სქემის შექმნა, რომლის კოდური სახელიც იყო– „მცველი არწივი“ “Eagle Guardian.” 

22 იანვარს სამხედრო კომიტეტში ნატოს წევრები შეთანხმდნენ ნატოს გეგმების გაფართოებაზე და იგლ გარდიანის შექმნაზე, რომელიც ბალტიისპირეთის თავდაცვას უზრუნველყოფდა.

დოკუმენტების მიხედვით, აშშ –სთვის ნატოს გეგმა მისაღები იყო და მას მიესალმებოდა. თუმცა აშშ  ერთ–ერთი იყო, ვინც ამბობდა, რომ ნატოს გეგმებზე საჯარო დისკუსია საჭირო არ იყო.

აშშ–ს ღრმად სწამს, რომ მსგავსი ტიპის გეგმების შესახებ დისკუსია არ უნდა იყოს საჯარო. სამხედრო გეგმები კლასიფიცირებულია, როგორც ნატოს საიდუმლო მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი