ახალი ამბები

ლაშა თორდიას კანონპროექტები პარლამენტში

7 დეკემბერი, 2010 • • 1079
ლაშა თორდიას კანონპროექტები პარლამენტში

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში არსებული უფლებამოსილებათა გარკვეული ნაწილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. 

ამის შესახებ პარლამენტის ოფიციალური საიტი წერს.

ლაშა თორდიამ დღეს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ახალი კანონპროექტი წარმოადგინა. 

ცვლილებები შედის “გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში. თორდიამ კომიტეტის წევრებს “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მომზადებაც გეოდეზიის და კარტოგრაფიის ცვლილებებმა განაპირობა.

ლაშა თორდიამ კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტიც წარმოადგინა. ცვლილებების თანახმად, ფულადი სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზე უკანონოდ მიითვისებენ მიწის ნაკვეთებს და ასევე, მწვანე ნარგავების დაზიანება-გაჩეხვისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი