ეკა ზღულაძემ დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, სამინისტრომ სექტემბერ–ნოემბერში საქართელოში მომხდარ ტერაქტების შესრულებაში ეჭვიმატანილი 6 პირი დააკავა.
მათ შორის,შსს–ს ცნობით, ერთ–ერთი გალიდან არის. ზღულაძე ამბობს, რომ ეჭვიმატანილის ჩვენებიდან და ასევე სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მის ოჯახს დამკვეთი ემუქრებოდა.
სავარაუდო შემკვეთად შსს ერთ–ერთ რუს გენერალს ასეხელებს. სატელეფონო ნომერი, რომლითაც რუსი გენერალი გალში მცხოვრებ ეჭვმიტანილს უკავშირდებოდა, ზღულაძის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზეა რეგისტრირებული.
“მას(რუს გენერალს)ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ უშუალოდ ატყობინედნენ აფეთქების მომზადებას და ასევე მის შესრულებას”,–ამბობს ზღულაძე.
გენერალი, შსს–ს ინფორმაციით, მსახურობდა რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხრეთ შტაბის უფროსის მოადგილედ.
ზღულაძე აცხადებს, რომ ამოღებულია ცამეტი ერთეული გამოყენებისთვის გამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. “მათ შორის 4 მათგანი დამატებით იყო აღჭურვილი, მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის მიზნით”.
სამინისტრო საჯაროდ ავრცელებს ვიდეო მასალას და იმედოვნებს, რომ რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება სხვა ეჭვიმატანილების დაკავება.