ახალი ამბები

ნობელის მშვიდობის პრემიას ბოიკოტს უცხადებენ

7 დეკემბერი, 2010 • • 1006
ნობელის მშვიდობის პრემიას ბოიკოტს უცხადებენ

ჩინეთი ბოიკოტს უცხადებს ნობელის მშვიდობის პრემიის ცერემონიალს. კომიტეტის მიერ მშვიდობის დარგში მიღწეული წარმატებისთვის ჩინელი ლუი ქსიაობოს დაჯილდოვება ქვეყნის მიერ ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი გახდა, წერს ბიბისი.

ჩინეთთან ერთად, სხვა 18 ქვეყანა არ დაესწრება ცერემონიალს. მათ შორის: რუსეთი, ყაზახეთი,ერაყი, ირანი… მიზეზი სხვადასხვაა. თუმცა ნობელის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის პოზიცია გაიზიარა.

ცერემონიალზე დასწრების სთანხმობა 44-მა ქვეყანამ გამოთქვა.

ჩინეთი, რუსეთი, ერაყი,ირანი, პაკისტანი – იმ 19 ქვეყანას შორის შედიან, რომლებიც სხვა დანარჩენი 44–სგან განსხვავებით, არ დაესწრებიან ცერემონიალს.

2010 წლის ნობელიანტი მშვიდობის დარგში ჩინელი აქტივისტი ლუი ქსიაბო გახდა. პრემია  სიაობოს  ჩინეთში ადამიანის უფლებებისათვის ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის გადაეცა. 2008 წელს ის სახელმწიფო გადატრიალების მოტივით დაიჭირეს და 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი