ახალი ამბები

ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად აქციები გაიმართება

6 დეკემბერი, 2010 •
ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად აქციები გაიმართება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დღეს სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული 15 ქართველი მეზღვაურის მხარდასაჭერად აქცია გამართა.

,,გააუქმე შენი ძმების სასიკვდილო განაჩენი”,–ტრანსპარანტებით   დღეს აქციის ორგანიზატორები გამოვიდნენ. შემოსაწირის შესაგროვებლად აქციაზე სპეციალური ყუთი იყო დადგმული. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, დატყვევებული მეზღვაურების გამოსასყიდის შეგროვების მიზნით, სოლიდარობის ფონდი შექმნა.

უკვე  მეორე თვეა, ბერძნულ გემზე მომუშავე 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. გაერთიანების თავმჯდომარე ეთერ მათურელის თქმით, გამოსასყიდის გადაუხდელობის შემთხვევაში, მეკობრეები მათი დახვრეტით იმუქრებიან. თანხა, რომელსაც ისინი ასახელებენ 1 მილიონი დოლარია.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ ტიპის აქციებს მთელი თვის მანძილზე სხვადასხვა მეტროსადგურებთან გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი