ახალი ამბები

ერთი კვირა ადამიანის უფლებებისთვის

6 დეკემბერი, 2010 • • 1073
ერთი კვირა ადამიანის უფლებებისთვის

დღეს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს იწყებს.

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გამართავს.

ადამიანის უფლებთა დღე გაეროს ეგიდით ყოველწლიურად აღინიშნება. წელს მთავარი თემა უფლებათა დამცველები არიან, რომელთა საქმიანობა დისკრიმანაციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.

სახალხო დამცველი კვირის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისსა და ბათუმში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედება. გიორგი ტუღუში შეხვდება წეროვანის საჯარო სკოლაში დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს ომბუდსმენი სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენს, რომელშიც, მისი აპარატის ცნობით, ასახული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვილთა, ბავშვების, ზრდასრულებისა და მოხუცებულების მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი