- სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით;
- ხოლო არასრულწლოვანსთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით;
- ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი;
- გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს;
- კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.
სარჯველაძის თქმით, „დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის
და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“.
„უნდა ვთქვა, რომ ორკვირიან თემას რაც შეეხება, აქაც გარკვეული სიფრთხილით, გარკვეულ თავისუფლებას, ამას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში“, – თქვა სარჯველაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მისი თქმით, მომზადებულია დოკუმენტი და „გარკვეული შეღავათი გაჩნდება“.
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
