ახალი ამბები

Facebook-ის ახალი ფუნქცია

6 დეკემბერი, 2010 • • 1203
Facebook-ის ახალი  ფუნქცია

მაშინ, როცა მარკ ცუკერბერგი სიბიესის ჟურნასლიტს ინტერვიუს აძლევდა, ფეისბუქის პროფაილი დიზაინს იცვლიდა.

გუშინ საღამოს ფეისბუქის პირადი გვერდის დიზაინი შეიცვალა. განახლებული პროფაილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი გაიგონ „მეგობრის“ შესახებ. სად სწავლობდა, სად მუშაობს, ახლა სად ცხოვრობს და სხვა ტიპის პირადი ინფორმაცია საიტის ცენტრში არის გამოტანილი.

ამას გარდა, ფეისბუქს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა, რაც კვირა საღამომდე მას არ ჰქონდა. ახლა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს “მეგობრების” კლასიფიკაცია მოახდინოს.“მნიშვნელოვანი ადამიანები“,–ამ კატეგორიაში შეგიძლიათ ის „მეგობრები“ შეიყვანოთ,რომლებიც თქვენს პროფილში ამ სტატუსით მოინიშნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი