გამოცემა RBC-ს ცნობით, რუსეთში „ნაბეღლავის“, საქართველოში წარმოებული კოკა -კოლის და რამდენიმე ქართული ალკოჰოლური სასმელის იმპორტი აკრძალა.
როგორც RBC წერს, „როსპოტრებნადზორმა“ (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა) რეალიზაციისთვის აკრძალულ სასმელებში დაადგინა „შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ასევე უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით“.
მათივე ცნობით: აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქციას:
- „თელიანი ველის“ მიერ წარმოებული ღვინო;
- „თბილღვინოს“ მიერ წარმოებული ღვინო;
- „ძმები ასკანელების“ მიერ წარმოებული ღვინო და კონიაკი;
- „ვაინმენის“ მიერ წარმოებული ღვინო;
- „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდი;
- საქართველოდან იმპორტირებული სასმელი კოკა-კოლა;
- მწარმოებელ „წყალი მარგებლის“ მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
