დღეიდან მგზავრობა ათი თეთრით ძვირდება. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისთვის თბილისის მაცხოვრებლემი დღეიდან 40 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრს გადაიხდიან.
ტრანსპორტის გაძვირების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. თბილისის საკრებულომ მერიის ინიციატივა დაამტკიცა.
ტარიფის გაზრდა არ იმოქმედებს იმ ადამიანებზე, ვინც შეღავათიანი ტარიფით სარგებლობს.
მათთვის,ვინც სპეციალური პლასტიკური ბართით სარგებლობს, პირველი მგზავრობა 50 თეთრი იქნება, მეორე 30 თეთრი, ყოველი მომდევნო კი 20 თეთრი.