ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მარატ კამბოლოვმა ხმების 88.4% მიიღო.
დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ეს შედეგი 40%-იანი ბიულეტენების დათვლის შემდეგ, 18 სექტემბრის 23:00 საათისთვის იყო დაფიქსირებული. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 73.2% შეადგინა.
კამბოლოვს, რომელსაც რუსეთიდან დანიშნულ და კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მოიხსენიებდნენ, არჩევნებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ დაუჭირა მხარი. ივლისში პუტინმა კამპოლოვი კრემლშიც მიიღო.
კამბოლოვი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2026 წლის ივნისში გახდა, მას შემდეგ, რაც ალან გაგლოევმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადავიდა. კამბოლოვი რუსეთის მოქალაქეა და მანამდე რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა.
არჩევნებში კამბოლოვის გარდა კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობდა.
არჩევნები საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილის მიერ უკანონოდ არის შეფასებული.
რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს
