კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის ორგანიზებით, დღეს სასტუმრო რედისონ ბლუში გაიმართა.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.
„დღევანდელი დღის დევიზია –,,აიმაღლე ხმა, შეაჩერე დისკრიმინაცია’’, რადგან საქართველოში ადამიანები არ არიან თანაბარ მდგომარეობაში, საზოგადოებას არ აქვს გააზრებული, თუ რა არის დისკრიმანიცია“,–განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ თათა ხუნწარიამ.
შეხვედრისას ითქვა, რომ კონფერენცია მიზნად ისახავს, საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და პირობები.
საქართველოს ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილე გიროგი ავალიანმა განაცხადა, რომ ბათუმში მოეწყობა მარათონი ეტლებით. მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანიებისთვს ეტლების რაოდენობა გაიზრდება. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია დრო, თუ როდის იქნება ეს შესაძლებელი.
დიმიტრი შაშკინი, ანდრია ურუშაძე და სხვა პირები, რომლებიც პრესკონფერენციას ესწრებოდნენ, გეგმავენ, განცხადებით მიმართონ მიხეილ საკაშვილს, რათა პრეზიდენტმა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლეობების მქონე პირთა ტურიზმის განვითარებას, რაც, როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.
შაშკინმა თქვა, რომ საქართველოში მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური სკოლების მშენებლობა. მისი ვარაუდით მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.
ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ამ სკოლების ასაშენებლად 25 ინჟინერია მოწვეული. მშენებლობა მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე სხვადახვა რეგიონებში.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო ნამუშევრების გამოფენა.





