სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის ერთადერთი იყო, ვინც ბიშკეკში გამართულ “ШОС+”-ის სამიტზე რუსულ ენაზე არ გამოსულა, წერს რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“.
გამოცემის ცნობითვე, კერძოდ, რუსულ ენაზე ისაუბრეს ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ხელმძღვანელებმა. ფაშინიანმა კი სიტყვით გამოსვლისას სომხური ენა გამოიყენა და თარჯიმნის მომსახურებით ისარგებლა.
“ამასთან, შეხვედრის სხვა მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, სიტყვით ან საკუთარ ეროვნულ ენებზე, ან ინგლისურად გამოდიოდნენ”, წერს რუსული გამოცემა.
