უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კიევში მოკავშირე ქვეყნების ლიდერები იყრიან თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს:

„დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან. დღეს დილით მოხარული ვიყავი, კიევის რკინიგზის სადგურზე დანია, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის ლიდერებთან, ასევე სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრით.”

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

დღეს დილით ჩავიდა კიევში ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედაც. მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, დაესწრება ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და მოლაპარაკებებს გამართავს ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნების მოკავშირეებთან.

“ვდგავართ უკრაინის გვერდით დღეს – ეროვნულ დღეებში – და ყოველთვის”- წერს ნაუსედა X-ზე.


1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების 35-ე წლისთავს აღნიშნავს.