ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გასაჯაროებულ წერილში მოხსენიებულმა ორივე ადამიანმა, ირმა ინაშვილმაც და დიტო ჩუბინიძემაც გააკეთეს კომენტარი მიმდინარე პროცესზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, მას მამუკა მდინარაძესგან მიუვიდა წერილი, სადაც წერია, რომ ექსპემიერის მიმართ ირმა ინაშვილისა და დიტო ჩუბინიძის მხარდაჭერამ და სოცქსელებში დაორგანიზებულმ კამპანიებმა ისინი ძალიან დააზარალა და გეგმავენ ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას, ამჟამად კორუფციის მუხლით.
დიტო ჩუბინიძე, რომელიც ამ წერილშია ნახსენები, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტია. ერმილე ნემსაძესთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ რასაც ღარიბაშილი ამბობს სიმართლეა და მას წერილი სწორედ მდინარაძემ მისწერა. ის არ გამორიცხავს, რომ კობახიძე/მდინარაძის გუნდმა ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშილის ზურგსუკანაც იმოქმედა, თუმცა 50/50-ზე უშვებს იმასაც, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.
“მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის სიმართლე. ეს არის ერთი გუნდი. ირაკლი კობახიძის “კამანდა”. არ გამორირცხავ რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშეც იმოქმედეს. თუ ბიძინა ივანიშვილს დიტო ჩუბინიძისთვის სცალია, რომ წერილები დაიწყო დაიწყოს დიტო ჩუბინიძით, მაშინ ეგ კაცი გასაკოჭი ყოფილა, არ ყოფილა კარგად. ეჭვი მეპარება ძალიან, რომ ეს წერილი ივანიშვილის დაწერილი იყოს, ეს ამათი დაწერილია. ეს ამათი დონეა, კობახიძე/მდინარაძე”, – განაცხადა ჩუბინიძემ.
ის ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს საერთოდ არ იცნობს და არც კი შეხვედრია მას. მეტიც წარსულში მისი პრემიერობისას ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მისულა და პრესსამსახურს მისთვის კითხვაც კი არ დაუსმევინებია ღარიბაშვილისთვის.
“შვილები შემიძლია დავიფიცო, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არასდროს შევხვედრივარ. არ ვიცნობ. კარგად ვიცნობ მის სიმამრს და დიდ პატივს ვცემ, როგორ ღირსეულ კაცს”.
“არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი. არც ვაპირებს შესვლას. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს რომ ვაკვირდები, თუკი ირაკლი ღარიბაშვილის სახით შეემატება ერთი ფიგურა, მე მის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას მიევალმები. ეჭვი არ მეპარება რომ ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” ბეჭებზე დასცემს. დღესვე რომ ჩატარდეს არჩევნები, პირწმინდად მოუგებს. ის პოლიტპატიმარია. იმ ბრალდებით რითაც ის ციხეშია… “ოცნების” ნებისმიერი მაღალჩნოსნის სამსახურიში შეუშვან აუდიტი, მე გაძლევთ პირობას რომ დაუჭერელი კაცი არ დარჩება. ღარიბაშვილი ყინწვისის ანგელოზი არაა, რადგან სისტემაა კორპუმირებული და მანდ სუფთა კაცი ვერ იქნება. მაგრამ რა ბრალდებითაც ის ციხეშია, შემიძლია გითხრათ რომ პოლტპატიამრია. თუ მოვა პოლიტიკაში, მე მისი მხარდამჭერი ვიქნები”, – აცხადებს ჩუბინიძე.
რაც შეეხება, ირმა ინაშვილს, რომლის აქტიურობითაც როგორც ჩანს წერილის ავტორი ასევე უკმაყოფილოა. ის ამბობს, რომ ის კამპანიას კი არ ატარებდა, არამედ ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებდა პოლიტიკურად. ღარიბაშილის კი მისი მეგობარია.
„ღარიბაშვილი არის ჩემი მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ. დღესაც ჩემი მეგობარია. არასდროს არ დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც ირაკლი ღარიბაშვილს დავტოვებ. მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს და ისევ ვამბობ, რომ კობახიძე არის ცრუმაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა დასმენების კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი და ადამიანი, რომელმაც დათესა ქვეყანაში უზარმაზარი ზიზღი და აგრესია. არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მე კობახიძეს ვამხელ არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო. კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ“, – თქვა ირმა ინაშვილმა „ტვ პირველთან“.
რა ხდება?
17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გავრცელა. ექს-პრემიერი აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.
ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის მთავრობაში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მიმდინარე წლის იანვრიდანაა პატიმრობაში.
საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
ღარიბაშვილს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეორე დღეს, ანუ 18 აგვისტოს ღარიბაშვილმა მეორე განცხადებაც გაავრცელა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „იძულებულს ხდიან“, დაიწყოს ბრძოლა.
18 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილი აღარ ახსენებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, Facebook-ზე 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით“ შესთავაზა საკუთარი ხედვა.
წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

