უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შესახებ განაცხადა.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ვესაუბრე. ამჟამად უკრაინასა და სომხეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო კონსტრუქციული ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის მუდმივი დიალოგი არსებობს. განვიხილეთ ჩემი სომხეთში ვიზიტის შედეგები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს კიევ-პეჩერის ლავრის დაარსების 975-ე წლისთავის აღსანიშნავად მილოცვისთვის – ეს მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი რეგიონის ქრისტიანებისთვის. შევთანხმდით, რომ მომავალშიც მუდმივად ვიქნებით კავშირზე“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 2026 წლის მაისში ევროპულ სამიტზე მონაწილეობისთვის ჩავიდა. მაშინ მოსკოვმა ღიად გააკრიტიკა სომხეთი უკრაინის პრეზიდენტის მიღებისთვის.
