მამუკა მდინარაძე, რომელიც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება, არ გამორიცხავს, რომ ამ პოსტზეც დიდხანს არ მოუწიოს მუშაობა და მომავალში სხვა თანამდებობა დაიკავოს.
„არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანი არ იყოს ჩემი ამ პოსტზე ყოფნა, გულწრფელად რომ გითხრათ, იქიდან გამომდინარე, რომ აქაც გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენებაა ჩემი მთავარი მისია ამ შემთხვევაში და მერე თუ სხვაგან იქნება გამოწვევა უფრო მეტი, შეიძლება იქაც გადავინაცვლო, ამას არ გამოვრიცხავ და არ დაგიტოვებთ საინტრიგოდ ამ კითხვას. არაფერს გამოვრიცხავ ამ მიმართულებით“, – თქვა მან.
„თქვენი აზრით, რა ვერ გააკეთა?! არა, პირიქით, გავაკეთე და ამოვწურე ის, რაც იყო მისია იმ შემთხვევაში ჩემი. მე მართლა გულწრფელად მიხარია ერთი რაღაც, როცა მეუბნებიან, ადამიანები ვართ ყველა, რომ აქ გვჭირდები, სამშობლოს ინტერესს თქვენი ინტერესი რომ დაემთხვეს და მითხრათ, აქ გვჭირდებიო, შეიძლება წამოგყვეთ და იმ სამსახურში ვიმუშაო, რასაც შემომთავაზებთ“.
