პარლამენტში სპეციალური მუდმივმოქმედი დელეგაცია შეიქმნა, რომელიც დასავლეთ-ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეასთან/ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ასამბლეასთან ითანამშრომლებს, რომლის პარტნიორიც საქართველო ახლახან გახდა, წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხი განიხილა.
დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრით დაკომპლექტდება, სათადარიგო შემადგენლობაში კი ერთი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის”, ერთი ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი შევა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ საკითხს.
