დღეს, 26 ივლისს, ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მიმავალი ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას “ნეტგაზეთს” შსს-ში უდასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოცემა IPN-ის ინფორმაციით, მგზავრები ტურისტები იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კი დაშავებულები ზესტაფონის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – „ფერომედსა” და „ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს.
