სომხეთის ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის კუთვნილი კომპანია „არარატცემენტი“ სახელმწიფოს მართვასა და დაცვას გადაეცა. გადაწყვეტილება სომხეთის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს.
სომხეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია უკანონო წარმოშობის ქონების კონფისკაციის საქმეზე მიმდინარე წარმოების ფარგლებში.
„გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „არარატცემენტი“ სომხეთის რესპუბლიკის მართვასა და დაცვას გადაეცა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავად წარუკიანს 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
