ახალი ამბები

დღეს შიდსის დღეა

1 დეკემბერი, 2010 •
დღეს შიდსის დღეა

1 დეკემბერს მსოფლიო შიდსის დღეს აღნიშნავს. შიდსის ვირუსით დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ მსოფლიოს უამრავ ქალაქში ხალხი იკრიბება.

წითელი ლენტი – ამ დღის და ზოგადად სოლიდარობის სიმბოლოა.

1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში შიდსის 2646 შემთხვევაა დაფიქსირებული.

შიდსის ცენტრმა სტატისტიკური მონაცემები 18 ნოემბერსაც გამოაქვეყნა. მას შემდეგ 13 დღე გავიდა. 13 დღეში საქართველოში 22 აივ ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდსის სტატისტიკა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. მხოლოდ წელს 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდსის ვირუსით 20 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში 570 ათასი ბავშვია დაინფიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი