ახალი ამბები

რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო –ვიკილიკსის დოკუმენტებში

30 ნოემბერი, 2010 • • 1161
რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო –ვიკილიკსის დოკუმენტებში

TAGS PREL, PHUM, MARR, ETRD, AJ, AM,RS, IR, TU

SUBJECT: AZERBAIJANI PRESIDENT TO U/S BURNS: “YOU CAN’T

BOIL TWO HEADS IN ONE POT”

ამონარიდი დოკუმენდტიდან, რომელიც გარდიანმა გამოაქვეყნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქუჩური სლენგით აღწერს  რუსეთის პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ მინისტრ ვლადიმერ პუტინს შორის ურთიერთობებს.

“მედვედევი არის თანამედროვე, ახალი თაობის ინტელექტუალი, გარშემორტყმული გარემოცვით, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს.  ალიევი ამბობს, რომ  პირადად არის ფაქტის მოწმე, როდესაც მედვედევი იღებდა გადაწყვეტილებას და საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების დამტკიცება (სავარაუდოდ, პრემიერ მინისტრის ოფისიდან). მან დაამატა, რომ ბევრი მაღალჩინოსანი მედვედევს ლიდერად არ მიიჩნევს. ასევე ალიევმა თქვა, რომ ორ კაცს შორის  სერიოზული დაპირისპირების ნიშნები არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით, არა პირადად პუტინსა და მედვედევს შორის.  „ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანული გამოთქმა: ორ თავს ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ“.  

ალიევი, ვიკილიკსის მიერ გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, ამბობს, რომ მხარს უჭერს ირანის ეკონომიკურ იზოლაციას და სჯერა, რომ ეს ეფექტური იქნება.

რაც შეეხება ავღანეთს, ალიევი აცხადებს, რომ  მხარს დაუჭერს მისი ქვეყნიდან საქართველოში გუნდის გაგზავნას, რათა  იმ ქართული სამხედრო მოსამსახურეების ტრეინინგებს დააკვირდეს, რომლებიც ავღანეთში იგზავნებიან.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე: თუ თურქეთი კონსტრუქციულად იმოქმედებს, შესაძლოა, წელს გაზის ტრანზიტზე შეთანხმება  მოხდეს.

ახალგაზრდა აქტივისტებზე: მე ვფიქრობ შეწყალება შესაძლოა მოხდეს. არ მაქვს სურვილი, ვინმე დავაზარალო.

ალიევი ბილ ბერნსთან ერთსაათანი საუბრისას საქართველოსაც შეეხო.

„ალიევმა საუბარი გადაიტანა თურქეთ– სომხეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ნეგატიურ შედეგებზე. მან განაცხადა, რომ რეგიონური ურთიეთობები ამ პროცესით არ გაუმჯობესდებოდა, გაფუჭდებოდა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, რომ ძირი გამოეთხრებოდა ენერგოპროექტებს და დაზარალდებოდა საქართველო, როგორც ამ დროისთვის ერთადერთი სატრანზიტო დერეფანი რუსეთსა და სომხეთს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი