ახალი ამბები

“სახალხო კრებამ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს”

30 ნოემბერი, 2010 • • 1047
“სახალხო კრებამ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს”

თავისუფალი აზრის სახლი დღეს სახალხო კრების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ “ეროვნულმა სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს”.

დღეს თავისუფალი აზრის სახლში ბაკურ ბაკურაძემ, სახლის დირექტორმა, პრესკონფერენცია გამართა. საუბრის ერთ–ერთი თემა ოპოზიციური პარტიები იყო.

პოლიტიკური პარტიები რეალურ ქმედით ნაბიჯებს ვერ სთავაზობენ მოქალაქეებს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავისუფალი აზრის სახლმა გაავრცელა.

“საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოტივით, ოპოზიციური თუ ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები საუბრობენ ხელისუფლებასთან და გამორიცხავენ ვადამდელ არჩევნებს”. 

თავისუფალი აზრის სახლი ამბობს, რომ 25 ნოემბერს ახალი პოლიტიკური პროცესი დაიწყო და ყველა მოქალაქის ვალია ამ პროცესის ხელშეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი