ახალი ამბები

ამერიკის პრეზიდენტი ფეისბუქში

30 ნოემბერი, 2010 • • 1261
ამერიკის პრეზიდენტი ფეისბუქში

ამერიკის ყოფილის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფეისბუქზე გამოჩნდა. ფეისბუქის მომხმარებლებს ის უყვებოდა, თუ როგორ ატარებს დროს მშობლებთან ერთად, თუ როგორ იღებდა რთულ გადაწყვეტილებებს.

როდესაც მარკ ცუკერბერგმა (ფეისბუქის დამფუძნებელი) კითხა ჯორჯ ბუშს, თუ რატომ გადაწყვიტა მან ფეისბუქზე გამოჩენა, პრეზიდენტმა უპასუხა:

“იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გვაქცევს ყურადღებას, მე კი მსურს ჩემი წიგნები გავყიდო”.

ჯორჯ ბუშმა ცოტა ხნის წინ ბიოგრაფიული წიგნი დაწერა. როგორც ჩანს, ამ წიგნის გაყიდვა ერთ–ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ყოფილმა პრეზიდენტმა ფეისბუქის მომხმარებლებთან საუბარი მოისურვა.

ფოქსნიუსის ინფორმაციით, ჯორჯ ბუშის ლაივსტრიმინგი ფეისბუქზე ორშაბათს ერთი საათის მანძილზე გრძელდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი