ახალი ამბები

ომბუდსმენი მაუწყებლის შესახებ კანონზე

30 ნოემბერი, 2010 • • 1124
ომბუდსმენი მაუწყებლის შესახებ კანონზე

პავლე კუბლაშვილი და  აკაკი მინაშვილი სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს შეხვდნენ და “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

“კანონპროექტი მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობასა და საჯაროობის საკითხს უკავშირდება. სახალხო დამცველის განცხადებით, კანონში ცვლილებების შეტანა მკვეთრად გააუმჯობესებს მდგომარეობას მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალეობასთან მიმართებაში, თუმცა გააჩნია გარკვეული შენიშვნები. გიორგი ტუღუშს მიაჩნია, რომ  კანონპროექტის ის ნორმა,  რომლის თანახმად აქციათა 10%–ის რაოდენობა შეიძლება  იყოს ოფშორში  რეგისტრირებული პირის საკუთრებაში, გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს. მისი აზრით,  საჭიროა ამ მიმართულებით პროექტის სრულყოფა”,–წერს პარლამენტის ოფიციალური გვერდი.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის შენიშვნების საფუძველზე, შესაძლოა კანონში ცვლილებები შეიტანონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი