ახალი ამბები

შეუქმნის თუ არა ოლმპიური სოფელი საფრთხეს გარემოს?

30 ნოემბერი, 2010 • • 1373
შეუქმნის თუ არა ოლმპიური სოფელი საფრთხეს გარემოს?

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა ზიანი მიადგება გარემოს დიღომში, 2015 წლისთვის ოლიმპიური სოფლის აშენებით.  „თბილისში 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების უფლება ჩვენ სულ ორი დღის წინ მივიღეთ  და შეუძლებელია  გარემოზე ზემოქმედების ხარისხი ასე უცებ გამოვიკვლიოთ“ – უპასუხა ნეტგაზეთს გარემოსა და ბუნებრივი რსურსების დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.  მინისტრის თქმით,  გარემოზე ზემოქმედების ხარისხის გამოკვლევა რთული და დროში გაწელილი პროცესია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. „ამის გარეშე ოლიმპიური სოფლის აშენება დიღომში არ დაიწყება, ეს არის კანონის მოთხოვნა“ – თქვა გოგა ხაჩიძემ.

გუშინ თბილისის საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ოლიმპიური სოფლის აშენება იგეგმება, ამჟამად ასწლოვანი წიწვოვანი ხეები ხარობს, რომელთა მოჭრა აუცილებელი იქნება. მიზი აზრით, ეს მშენებლობა გარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.    

მასალების გადაბეჭდვის წესი