ახალი ამბები

ტყეების მართვაში კერძო სექტორიც ჩაერთვება

30 ნოემბერი, 2010 •
ტყეების მართვაში კერძო სექტორიც ჩაერთვება

„მომავალი წლიდან ვეცდებით, კერძო სექტორი მაქსიმალურად მოვიზიდოთ საქართველოში არსებული ტყეების სამართავად“ – თქვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. მისი თქმით, უკვე ჩამოყალიბდა კონკრეტული მიმართულება, თუ რა  გზით უნდა განვითარდეს ქართული სატყეო სისტემა. მინისტრის თქმით, ხელისუფლების ხელში არსებული ამჟამინდელი რესურსი საკმარისი არ არის ტყეების ეფექტურად სამართავად. მისი ინფორმაციით, საქართველოს სატყეო მეურნეობის 40%-ს ამჟამად 479 რეინჯერი ემსახურება, რაც საკმარისი არ არის.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ტყეების იჯარით გადაცემას კერძო სექტორისთვის“ – თქვა გოგა ხაჩიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს იზამს, რათა ხალხმა ტყის რესურსი უფრო ეფექტურად გამოიყენოს, სახელმწიფომ კი სწორი კონტროლი უნდა დააწესოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი