“რუსეთმა სომხეთიდან მიწოდებების ჩანაცვლების მიზნით სხვა ქვეყნებიდან თევზის იმპორტი გაზარდა”, – განაცხადა TASS-თან ინტერვიუში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რუსეთის ფედერალური ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის (როსსელხოზნადზორი) ხელმძღვანელმა, სერგეი დანკვერტმა.

მანამდე რუსეთმა შეზღუდვები დააწესა სომხეთიდან ცოცხალი თევზის იმპორტზე ყველა სომხური კომპანიისთვის, გარდა ორისა.

„გვესმოდა, რომ შეზღუდვების დაწესება მოგვიწევდა. ამის პარალელურად სხვა ქვეყნებიდან მიწოდებები გავხსენით. მაგალითად, კალმახის იმპორტის მიმართულებით ორიენტაცია ირანსა და თურქეთზე გადავიტანეთ“.

მისი თქმით, „რაც უფრო მეტი მომწოდებელი გვყავს, მით უფრო მარტივია მუშაობა. თუ მხოლოდ ერთ მომწოდებელზე ვართ დამოკიდებული, შესაძლოა რომელიმე პროდუქტის დეფიციტი წარმოიშვას. ახლა ასეთი პრობლემა არ არსებობს, არჩევანი საკმაოდ ფართოა“.

რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა ასევე აკრძალა სომხური ხილი, ყვავილები და მინერალური წყლის, „ჯერმუკის“და ზოგიერთი ალკოჰოლური სასმლის იმპორტი.

რუსეთი სომხური ატმის ჩანაცვლებას საქართველოდანაც განიხილავს