„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

შსს-ს ცნობით, გიორგი ბახუაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

„გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.